4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსას" მე-2 მცდელობა - ეს "ლაიფციგს" უფრო უნდა მოეწონოს
"ბარსას" მე-2 მცდელობა - ეს "ლაიფციგს" უფრო უნდა მოეწონოს

ესპანური SPORT იტყობინება, რომ "ბარსელონამ" "ლაიფციგს" დანი ოლმოს თაობაზე განახლებული შეთავაზებით მიმართა.

კატალონიელები "წითელ ხარებს" ფიქსირებულ 50 მილიონ ევროს, ბონუსების სახით კი კიდევ 15 მილიონ ევროს სთავაზობენ. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ნიკო უილიამსის "ატლეტიკ ბილბაოში" დარჩენის შანსები გაიზარდა, "ბარსა" ნელ-ნელა უახლოვდება გერმანული კლუბის მიერ მოთხოვნილ თანხას.

აღსანიშნავია, რომ "ლაიფციგში" ურჩევნიათ, 26 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანაში" ან ინგლისის პრემიერ ლიგაში გაუშვან, ვიდრე მან მათი უშუალო კონკურენტის, მიუნხენის "ბაიერნის" მაისური მოირგოს.

ბუნებრივია, "რეკორდმაისტერთან" სატრანსფერო ბრძოლაში ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" გარკვეული უპირატესობაც იქნება.

წყაროს თანახმად, "ბარსაში" ტრანსფერის რაც შეიძლება მალე დახურვა უნდათ.

შეგახსენებთ, რომ დანითი დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტიც". გასულ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ოლმომ 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


Facebook კომენტარები