1 წლის და 3 თვის წინ
"ატლეტიკო" "ბარსელონას" ფეხბურთელს უმიზნებს
ავტორი
Aa
მადრიდის "ატლეტიკო" კლემან ლანგლეს აგენტებს დაუკავშირდა, - იუწყება Footmercato.
"როხიბლანკომ" ერთი ცენტრალური მცველი უკვე დაიმატა, რობინ ლე ნორმანის სახით, თუმცა "ინდიელებს" ამ რგოლის მეტად გაძლიერება სურთ, ამიტომ ფრანგი უკანახაზელის ვარიანტს განიხილავენ.
კონტაქტი უკვე შედგა ესპანურ გრანდებს შორისაც.
წყაროს თანახმად, 29 წლის მცველს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თამაში ძალიან უნდა.
ლანგლესთან დამშვიდობება შედის "ბლაუგრანას" ინტერესებშიც, რადგან ფრანგის გაყიდვა კლუბის სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხად დააფასებენ კლემანს, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი დიდი არ უნდა იყოს.
აქვე გეტყვით, რომ წინა სეზონი ლანგლემ იჯარით "ასტონ ვილაში" გაატარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 2 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი