3 თვის და 3 კვირის წინ
ამაზე "სიტი" თანახმა უნდა იყოს - "ბარსას" შეთავაზება ცნობილია
ამაზე "სიტი" თანახმა უნდა იყოს - "ბარსას" შეთავაზება ცნობილია

ბრიტანული Daily Star იტყობინება, რომ "ბარსელონამ" "მანჩესტერ სიტის" ჟოაუ კანსელუს თაობაზე წინადადებით მიმართა.

წყაროს თანახმად, პორტუგალიელი მარჯვენა მცველის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ "ქალაქელებს" 7 მილიონ ევროს სთავაზობენ. გარდა ამისა, "ბლაუგრანა" იღებს ვალდებულებას, რომ სეზონის ბოლოს ჟოაუს 18 მილიონ ევროდ გამოისყიდის.

"სიტიში" 30 წლის ფლანგელში 25 მილიონი ევროს მიღება უნდოდათ, ამიტომ "ბარსაში" იმედი აქვთ, რომ "ეტიჰადზე" მათ შეთავაზებას დასთანხმდებიან.

მსხვერპლზე მიდის თავად კანსელუც. გამოცდილი ფეხბურთელი მზადაა, ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, რათა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მისი დარეგისტრირება არ გაუჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუ გასულ სეზონშიც "ბარსაში" იყო განათხოვრებული. "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 42 მატჩში მან 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები