1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსელონა" ოლმოს შეუთანხმდა - ფაბრიციო რომანოს ცნობები
ავტორი
Aa
ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ბარსელონასა" და დანი ოლმოს შორის 6-წლიანი კონტრაქტი შეთანხმდა.
შეთანხმებულია დანის ანაზღაურება და ხელშეკრულების სხვა დეტალებიც.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანა" ახლა წინადადებით გერმანულ "ლაიფციგს" მიმართავს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზება შემდეგნაირია: 55 მილიონი ევრო (ფიქსირებული თანხა) + 3 მილიონი ევრო (ადვილად მისაღწევი ბონუსები) + 2 მილიონი ევრო (რთულად მისაღწევი ბონუსები).
"წითელი ხარები" 26 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ამიტომ კლუბში ფიქრობენ, რომ ამ პირობებმა ისინი უნდა დააკმაყოფილონ.
ცნობისთვის, ოლმოს მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში სურს თამაში. მისით "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან, მაგრამ დანის პრიორიტეტი მშობლიურ გუნდში დაბრუნებაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
2 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი