მესიმ განსაკუთრებული უფლებით არ ისარგებლა

მესიმ განსაკუთრებული უფლებით არ ისარგებლა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლიონელ მესის კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტში აქვს განსაკუთრებული პუნქტი, რომელიც აძლევს უფლებას, რომ ნებისმიერი სეზონის დამთავრების შემდეგ კატალონია უფასოდ დატოვოს და კარიერა ევროპის მიღმა განაგრძოს.

დღეს კი ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლა პულგამ" წელს ამ უფლებით არ ისარგებლა.

ბოლო ვადად 2020 წელს 30 მაისი მიიჩნეოდა და როგორც ხედავთ, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი "კამპ ნოუზე" კიდევ მინიმუმ 1 წლით დარჩება.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ათიანს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მხარეებმა მის გახანგრძლივებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

6 თვის წინ
576 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 159
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ