3 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსელონა" პორტუგალიელებს ჯერ არ ემშვიდობება
"ბარსელონა" პორტუგალიელებს ჯერ არ ემშვიდობება

ჟოაუ ფელიქსისა და ჟოაუ კანსელუს მომავლის შესახებ პრესაში ყოველდღე ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. ამჯერად ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტები, ფერნანდო პოლო და გაბრიელ სანსი გვაწვდიან.

წყაროს თანახმად, "ბარსელონას" ჯერ კიდევ არ გამოურიცხავს პორტუგალიელი ფეხბურთელების გუნდში დაბრუნება.

"ბლაუგრანას" მთავარი პირობა გახლავთ ის, რომ მათ ფული არცერთ ჟოაუში არ უნდა გადაიხადონ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიზანი მათი კვლავ უფასო იჯარით დამატება იქნება. ერთადერთი, რა ხარჯის გაწევისთვისაც კატალონიური გრანდი მზადაა, ამ ფეხბურთელების ხელფასის დაფარვაა.

უფრო რეალურად კლუბში კანსელუს დაბრუნებას უნდა განიხილავდნენ. ამის მიზეზი ფასებს შორის განსხვავებაცაა - "მანჩესტერ სიტი" თავის ჟოაუს 25 მილიონ ევროდ აფასებს, "ატლეტიკოს" კი ფელიქსისთვის 60 მილიონი ევრო აქვს ფასად დადებული.

ვიცით ისიც, რომ პორტუგალიელებს კვლავ "ბლაუგრანაში" თამაში ძალიან უნდათ. კანსელუ ამისთვის ხელფასის დაკლებაზეც კი წავა. იგივე მოლოდინი არსებობს 24 წლის თავდამსხმელთან მიმართებაშიც.

ცნობისთვის, წინა სეზონში ფელიქსი "ბარსას" 10 გოლითა და 6 ასისტით დაეხმარა, კანსელუს მონაგარი კი 4 გოლი და 5 ასისტი იყო.


Facebook კომენტარები