3 თვის და 4 კვირის წინ
როგორი შეიძლება იყოს "ბარსას" სასტარტო XI "კლასიკოში"
როგორი შეიძლება იყოს "ბარსას" სასტარტო XI "კლასიკოში"

"მანჩესტერ სიტისთან" ამხანაგურ მატჩში ჰანსი ფლიკმა "ბარსელონა" 4:2:3:1 განლაგებით ათამაშა. თავდაცვისას ფეხბურთელები 4:4:2 სქემაზე გადადიოდნენ ხოლმე.

გერმანელმა სპეციალისტმა პაბლო ტორე 10-იანის პოზიციაზე განამწესა და მან გოლი გაიტანა. ბრწყინვალე გახლდათ მარკ კასადო დაცვითი ტიპის ნახევარმცველის როლში.

ცენტრფორვარდად პაუ ვიქტორი იდგა, ხოლო მარცხენა გარემარბად - ვიტორ როკე. არ არის გამორიცხული, ბრაზილიელს ეს პოზიცია "რეალთან" მატჩშიც შეუნარჩუნდეს, ცხრიანზე კი რობერტ ლევანდოვსკი დადგეს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Tribuna.com მადრიდის "რეალთან" ასეთ თერთმეტეულს ელოდება:

ტერ შტეგენი - ბალდე, ლანგლე, კრისტენსენი, ხ.არაუხო - კასადო, გიუნდოგანი, ტორე - როკე, ვიქტორი, რაფინია

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 4 აგვისტოს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები