1 წლის და 8 თვის წინ
მოულოდნელი ამბავი - ვინ შეიძლება დატოვოს ფლიკმა გუნდში
ავტორი
Aa
არ არის გამორიცხული, რომ კლემან ლანგლე "ბარსელონაში" დარჩეს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი.
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ფრანგ მცველზე დადებითი შთაბეჭდილება შეექმნა. გერმანელ სპეციალისტს კლემანის გამოცდილებაც მოსწონს, ამიტომ მის შენარჩუნებას არ გამორიცხავს.
29 წლის ფეხბურთელით მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული. კატალონიელებმა ამ ინტერესზე იციან, მაგრამ "როხიბლანკოს" შეთავაზება, რომელიც კლემანის იჯარით აყვანას მოიცავს, მათთვის სასურველისგან ძალიან შორსაა.
ახლა კლემანი მხოლოდ "ბლაუგრანას" ამერიკულ ტურნეზეა ფოკუსირებული და მაქსიმალურად ცდილობს გუნდში დარჩენის შანსის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა უკანახაზელმა "მანჩესტერ სიტისთან" ამხანაგურ მატჩში "ბარსას" უკაპიტნა კიდეც.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი