2 წლის და 3 თვის წინ
ფეხბურთელმა შეკრება დატოვა - მისი "ბარსადან" წასვლა გადაწყდა
ავტორი
Aa
SPORT იუწყება, რომ ორიოლ რომეუ "ჟირონასთან" ერთ ნაბიჯშია. თუ უახლოეს საათებში რაიმე მოულოდნელად არ შეიცვალა, ესპანელ ნახევარმცველს "ბლაუგრანა" მის ყოფილ გუნდში გაანათხოვრებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს Jijantes-იც, თუმცა აღნიშნავს, რომ კატალონიური კლუბები ტრანსფერის ფორმატზე ჯერ არ მოლაპარაკებულან. არ არის გამორიცხული, რომეუ გაიყიდოს კიდეც.
წყაროს თანახმად, ორიოლმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამერიკული შეკრება უკვე დატოვა და ახლა ბარსელონასკენ მიემგზავრება.
როგორც ჩანს, ხმები იმის შესახებ, რომ რომეუ "თეთრ-წითლებს" მათი დატოვებიდან ერთი წლის თავზევე დაუბრუნდებოდა, სიმართლე აღმოჩნდა.
ცნობისთვის, 32 წლის ნახევარმცველში "ბლაუგრანამ" შარშან 3.4 მილიონი ევრო გადაიხადა. "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში მან 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი