ხვალ გამთენიისას "ბარსელონა" მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
SPORT იუწყება, რომ ჰანსი ფლიკი ამ შეხვედრაშიც მისცემს შანსს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდებს, მაგრამ მოედანზე ასევე უნდა ველოდოთ პირველი გუნდის წამყვან ფეხბურთელებსაც. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანდრეა კრისტენსენი, ილქაი გიუნდოგანი, რაფინია - "კლასიკოში" მონაწილეობას ოთხივე მიიღებს.
"ბლაუგრანას" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა (Diario AS-ის ვერსიით) ასე გამოიყურება:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟერარ მარტინი, ინიგო მარტინესი, კლემან ლანგლე, ჰექტორ ფორტი
ნახევარდაცვა: მარკ ბერნალი, მარკ კასადო, პაბლო ტორე
თავდასხმა: პაუ ვიქტორი, რობერტ ლევანდოვსკი, ხულიან არაუხო
განლაგება 4:2:3:1 იქნება, სადაც ცხრიანად ლევანდოვსკი ითამაშებს, ათიანის როლში პაუ ტორე იმოქმედებს, ფლანგებიდან კი მათ ვიქტორი და არაუხო დაეხმარებიან.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.