1 წლის და 4 თვის წინ
"კლასიკო" შეიძლება გადაიდოს - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ამხანაგურმა მატჩმა უნდა აიღოს სტარტი.
შეხვედრა თბილისის დროით 03:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა Marca იუწყება, რომ იგი დღეს შეიძლება საერთოდაც არ გაიმართოს. ამის მიზეზი ნიუ ჯერსიში არსებული მეტეოროლოგიური პირობებია.
მატჩის მიმდინარეობისას ძლიერ წვიმასა და ჭექა-ქუხილს ელოდებიან.
აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" წინა ამხანაგური მატჩიც, სადაც გუნდი "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა, დაგეგმილზე გვიან დაიწყო. მიზეზი მაშინაც მსგავსი გახლდათ.
ცნობისთვის, აშშ-ში მთავარი ესპანური გრანდები ისტორიაში მეოთხედ ხვდებიან. წინა 3 შემთხვევა "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ