როგორც მოგეხსენებათ, ნიუ იორკში გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მადრიდის "რეალს" 2:1 მოუგეს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პაუ ვიქტორი დასახელდა. 22 წლის ფორვარდმა თავი დუბლით გამოიჩინა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
"ბარსელონა" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ? ეს მოგონება მთელი ცხოვრება გამყვა. ძალიან ბედნიერი ვარ. გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღვნი. მათ ეს დაიმსახურეს. ასეთი ფანების ყოლა დიდი სიამოვნებაა. ისინი მუდამ მხარში გვიდგანან.
ეს ყველაფერი ახდენილი ოცნებაა. ახლა მეცხრე ცაზე ვარ.
ჩემი მიზნები ახალი სეზონისთვის? იმედი მაქვს, რაღაც დიდი იწყება, თუმცა ახლა მხოლოდ შემდეგ სავარჯიშო სესიასა და მომდევნო ამხანაგურ მატჩზე ვფიქრობ.
შეტევის 3-ვე პოზიციაზე შემიძლია თამაში. იქ თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა თუ ერთის არჩევა მომიწევდა, ცენტრფორვარდობას ავირჩევდი. მწვრთნელს შეუძლია ნებისმიერი რამ დამავალოს," - თქვა პაუმ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორს მიმდინარე პრესეზონზე უკვე 3 გოლი დაუგროვდა. იქამდე მან "მანჩესტერ სიტის" გაუტანა და იქაც მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
ესპანელი შემტევი "ბლაუგრანას" ერთადერთი შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. პაუში "ჟირონას" 2.7 მილიონი ევრო გადაუხადეს.