1 წლის და 8 თვის წინ
პიკე: "ბარსელონა" ოდნავადაც არ მენატრება"
პიკე: "ბარსელონა" ოდნავადაც არ მენატრება"

"ბარსელონას" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკე გამოცემა RAC1-ს ინტერვიუ ჰკითხა.

როგორც პიკეს განცხადებებიდან ირკვევა, კარიერის დასრულებას მასზე დიდი ემოციური გავლენა არ მოუხდია.

"მენატრება თუ არა "ბარსელონა"? არა. ოდნავადაც არა. ძალიან, ძალიან კარგად ვარ. "ბარსას" ვუყურებ ხოლმე, როცა ამის დრო მაქვს, მაგრამ იგი არ მენატრება.

უკანასკნელი თვეები რთული იყო, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება კარგად გახლდათ ნაფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შუა სეზონში იქნა მიღებული. 

ვფიქრობ, კარიერის დასრულება კვირების განმავლობაში ფიქრის შემდეგ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო," - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ ჟერარმა ბუცები ლურსმანზე 2022/2023 წლების სეზონის მიმდინარეობისას ჩამოჰკიდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურში მან ბოლო მატჩი გასული წლის 5 ნოემბერს, "ალმერიას" წინააღმდეგ ჩაატარა.

ესპანელი ახლა მთლიანად თავის პროექტზე, Kings League-ზეა კონცენტრირებული.


Facebook კომენტარები