1 წლის და 8 თვის წინ
ნიკოს ალტერნატივა - "ბარსამ" "ბაიერნის" ფეხბურთელს დაუმიზნა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" მარცხენა გარემარბის პოზიციაზე შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტად ბრაიან სარაგოსას განიხილავს, - იუწყება Sport.
ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნე ნიკო უილიამსია, მაგრამ თუ 22 წლის გარემარბი "ატლეტიკში" დარჩენას გადაწყვეტს, კლუბს სათადარიგო კანდიდატურაც დასჭირდება.
ნიკოს ალტერნატივათა სიაში ბრაიანიც იმყოფება.
"ბლაუგრანას" ამოცანა შეიძლება იმანაც გაადვილოს, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ესპანელის გაშვებაზე თანახმაა.
სარაგოსა "რეკორდმაისტერმა" 2024 წლის იანვარში დაიმატა. "გრანადამ" მასში 12 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ბრაიანმა "ალიანც არენაზე" მასზე გაცემული ავანსების ნახევარიც კი ვერ გაამართლა.
ახალგაზრდა შემტევმა ბავარიელთა მაისურით 7 მატჩი ჩაატარა, თავი კი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი