ამ მომენტისთვის, დანი ოლმო "ბარსელონაში" გადასვლისგან ძალიან შორსაა, - იუწყება SPORT.
როგორც ჩანს, "ლაიფციგი" და "ბლაუგრანა" შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ. გერმანული კლუბის პოზიცია "ლურჯ-ბროწეულისფრებს" საქმეს ძალიან ურთულებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "წითელი ხარები" თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებას არ თანხმდებიან, "ბარსას" კი 60 მილიონი ევროს ერთბაშად გადახდა არ უნდა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერან მარტინესის ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველი ლაიფციგში დღეს თავის აგენტთან ერთად გაემგზავრება. იგი მის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოლოდინშია.
კატალონიურ გამოცემას თუ დავუჯერებთ, "ბარსას" მეორე შეთავაზებაზე, რომელიც 47 (ფიქსირებული) + 13 (ბონუსები) მილიონი ევროსგან შედგებოდა, გერმანელებს ჯერ არ უპასუხიათ.
შეგახსენებთ, რომ დანით "მანჩესტერ სიტი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან, მაგრამ ოლმოს მშობლიურ კლუბში სურს დაბრუნება.