3 თვის და 3 კვირის წინ
2 პრობლემა გამოიკვეთა - რა ანერვიულებს ფლიკს
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ხოან პოკი ირწმუნება, რომ ჰანსი ფლიკს "ბარსელონას" თამაშშთან დაკავშირებით ორი ძირითადი შენიშვნა აქვს.
პირველი, რაც გერმანელ სპეციალისტს ანერვიულებს, გუნდის მცველების მოქმედებებია. როგორც აღმოჩნდა, ხშირად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანახაზელები დაცვის ზღუდეს მაღლა აწეულად ვერ ინარჩუნებენ ხოლმე. ეს ფლიკის ფილოსოფიასთან წინააღმდეგობაში მოდის.
გარდა ამისა, ჰანსის სურს, რომ შეტევაში ბურთმა უფრო სწრაფად იმოძრაოს.
საკონტროლო შეხვედრებში გამოჩნდა, რამდენად სწრაფად ცდილობდნენ "ბლაუგრანას" შემტევები ბურთის გათამაშებას, მაგრამ 59 წლის მწვრთნელს ეს არ აკმაყოფილებს.
პრობლემების გამოსასწორებლად ფლიკს კიდევ ორი ამხანაგური მატჩი აქვს. 7 აგვისტოს "ბარსა" "მილანს" შეხვდება, 12 აგვისტოს კი გამპერის თასს "მონაკოსთან" გაითამაშებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
საათის და 16 წუთის წინ
პროექტის ლიდერი - რას ფიქრობენ "ბარსელონაში" პედრიზე
7 საათის და 51 წუთის წინ
"ბარსელონა" ზაფხულში ვარსკვლავს გაყიდის
20 საათის და 10 წუთის წინ
შეთანხმება შედგა - "ბარსა" ახალგაზრდას კონტრაქტს უხანგრძლივებს
1 დღის და საათის წინ
"მე ეს არ მიგულისხმია" - პედრის ადრინდელი განცხადება გაახსენეს