"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი გუნდის მართვას მკაცრი ხელით შეუდგა. დისციპლინა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" არც ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობისას აკლდათ, თუმცა გერმანელი სპეციალისტის დანერგილი წესები მაინც საყურადღებოა.
Diario AS-ის ინფორმაციით, ფლიკმა ფეხბურთელებს დაავალა, რომ ყოველი სავარჯიშო სესიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, თავები აიწონონ.
ჰანსი რომ ფიზიკურ მომზადებაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს, საიდუმლო არავისთვისაა. სწორედ ამის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ მოთამაშეთათვის მსგავსი დავალების მიცემა.
წყაროს თანახმად, 59 წლის მწვრთნელმა შემადგენლობის წევრებთან პუნქტუალობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
ფლიკმა ფეხბურთელებს ვარჯიშზე დაგვიანება მკაცრად აუკრძალა. დათქმულ დროზე თუნდათ 1 წუთით გადაცილებაც დარღვევად ჩაითვლება.
აქვე გეტყვით, რომ ჰანსის დამრიგებლობით "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჯერ მხოლოდ 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და 3-ვე მათი გამარჯვებით ("ოლოტთან" და "რეალთან" ძირითად დროში, "მანჩესტერ სიტისთან" პენალტების სერიაში) დასრულდა.