3 თვის და 3 კვირის წინ
გადაწყვეტილება მიღებულია - დარჩება თუ არა გუნდოგანი "ბარსაში"
გადაწყვეტილება მიღებულია - დარჩება თუ არა გუნდოგანი "ბარსაში"
ავტორი
Aa

Mundo Deportivo-ს ცნობით, ილქაი გუნდოგანმა "ბარსელონას" თავისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. გერმანელი ნახევარმცველი აპირებს, რომ მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, კლუბი 2024/25 წლების სეზონში არ დატოვოს.

ცნობილია, რომ გუნდოგანი თურქული კლუბების ინტერესის ცენტრში მოექცა, განსაკუთრებით მისი დამატებისთვის "გალათასარაი" და ფენერბაჰჩე" გააქტიურდნენ, თუმცა, ნახევარმცველი, როგორც ჩანს, მზადაა მისი კარიერის ესპანური ნაწილი კიდევ უფრო განაგრძოს.

"ელ კლასიკოს" შემდეგ, თურქული წყაროები აცხადებდნენ, რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა არდა გულერმა ჰკითხა გუნდოგანს, გადავიდოდა თუ არა ის თურქეთში ამ ზაფხულს, რაზეც გერმანელმა შემდეგნაირად უპასუხა: "ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია".

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ნახევარმცველმა ახლა მიიღო. 33 წლის ფეხბურთელი დაჟინებით ითხოვს მისი შთამბეჭდავი პირველი სეზონის შემდეგ, "ბარსელონაში" დარჩენას.

აქვე გეტყვით, რომ გუნდოგანი იყო "ბარსას" ყველაზე სტაბილური და თანმიმდევრული ნახევარმცველი გასულ სეზონში, მან 50-ზე მეტი მატჩი ითამაშა ტრავმის გარეშე და ხუთი გოლისა და 14 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.


Facebook კომენტარები