3 თვის და 3 კვირის წინ
ფლიკი ტორეს ტოვებს - რა შეიძლება შეიცვალოს
ფლიკი ტორეს ტოვებს - რა შეიძლება შეიცვალოს
ავტორი
Aa

როგორც "ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი, ასევე კლუბის სპორტული განყოფილება, წინასასეზონო პერიოდში ძალიან კმაყოფილია პაბლო ტორეს თამაშის ხარისხითა და ფიზიკური ფორმით. გუნდში მიაჩნიათ, რომ მას წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, პირველ გუნდში ადგილი ნამდვილად ეკუთვნის. 

როგორც ირკვევა, მომავალი საკმაოდ მომთხოვნი სეზონის კარზე მოდგომისას, ჰანსი ფლიკს არ სურს კლუბი მოკლე შემადგენლობით ათამაშოს, სწორედ ამიტომ, გერმანელი სპეციალისტი ყველანაირად ეცდება არსებული რესურსი მაქსიმალურად სწორად გამოიყენოს.

თუმცა, სცენარი შეიძლება შეიცვალოს, თუ ტორე მეტი სათამშო წუთის საძებნელად სხვა გუნდში წასვლას მოითხოვს. თავად ფეხბურთელის გარემოცვას არ სურს გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება, სწორედ ამიტომ, რაიმე კონკრეტულის გაკეთებას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდის ბოლო კვირამდე არ გეგმავენ.

თუ გავითვალისწინებთ პაბლოს ამჟამინდელ ფორმას, მისი სახით ფლიკს გუნდში შესანიშნავი მოთამაშე ჰყავს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეეძლება.


Facebook კომენტარები