1 წლის და 8 თვის წინ
გავის სიტუაციას ინგლისური გრანდები აკვირდებიან
გავის სიტუაციას ინგლისური გრანდები აკვირდებიან

თუ პაბლო გავი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" მის დამატებას ეცდებიან, - იტყობინება The Times.

როგორც მოგეხსენებათ, სასამართლო გუშინ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელმაც "ბარსელონას" იანვარში გავის ახალი კონტრაქტის დარეგისტრირების საშუალება მისცა.

მაშასადამე, ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, პაბლო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან მის წინა ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ივლისში ეწურებოდა.

მიუხედავად ამისა, ლა ლიგა გავის კვლავ "ბლაუგრანას" პირველი გუნდის წევრად განიხილავს. ჩვენ ოფიციალური განცხადება არც კლუბისგან გვიხილავს და არ ჩემპიონატისგან.

რა თქმა უნდა, შანსი იმისა, რომ "ბარსელონამ" პაბლოს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლის შანსი მისცეს, მიზერულზე მიზერულია.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა თავი 2 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები