1 წლის და 6 თვის წინ
რომანო ადასტურებს - დანი ოლმო "ბარსელონას" ფეხბურთელია
ავტორი
Aa
ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ შეთანხმება დანი ოლმოს ტრანსფერის თაობაზე, "ბარსელონასა" და "ლაიფციგს" შორის საბოლოოდ შედგა.
მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ეს ყველაფერი კი ლაიფციგში მოხდა, სადაც გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებების მაგიდას "ბარსას" სპორტული დირექტორი, დეკუ მიუჯდა.
რაც შეეხება ტრანსფერის დეტალებს, ოლმოს სანაცვლოდ "ბარსელონა" გერმანულ კლუბს 55 მილიონ ევროს გადაუხდის. აგრეთვე შესაძლოა საფასურს 7 მილიონი ევრო დაემატოს, თუმცა ამის წინაპირობები საკმაოდ რთული მისაღწევია.
ოლმო, რომელსაც ესპანეთში თამაში ძალიან სურდა, "ბლაუგრანას" ექვსწლიან კონტრაქტზე შეუთანხმა, რომელიც ძალაში 2030 წლის ივნისამდე იქნება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი