3 თვის და 3 კვირის წინ
როგორი იქნება "ბარსას" სასტარტო XI ოლმოსთან ერთად (ფოტო)
როგორი იქნება "ბარსას" სასტარტო XI ოლმოსთან ერთად (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ "ლაიფციგის" 26 წლის ნახევარმცველი, დანი ოლმო "ბარსელონას" შეურთდება. კატალონიური გრანდი "წითელ ხარებს" 55 მილიონ ევროს გადაუხდის. ბონუსების გათვალისწინებით სატრანსფერო თანხა 62 მილიონსაც აღწევს.

ამასთან დაკავშირებით, Diario AS-მა შემოგვთავაზა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული მომდევნო სეზონისთვის. ცხადია, მასში ოლმოს ადგილიც მოიძებნება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვა: ჟულ კუნდე, რონალდ არაუხო, პაუ კუბარსი, ალეხანდრო ბალდე

ნახევარდაცვა: პაბლო გავი, პედრი გონსალესი, ილქაი გიუნდოგანი

თავდასხმა: ლამინ იამალი, რობერტ ლევანდოვსკი, დანი ოლმო

აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ფეხბურთელი, მამამისი და მისი აგენტები უკვე ბარსელონაში იმყოფებიან. ტრანსფერის გაოფიციალურება რამდენიმე დღის ამბავია.


Facebook კომენტარები