"რედ ბულ ლაიფციგის" 26 წლის ნახევარმცველი, დანი ოლმო უკვე ბარსელონაშია, უახლოეს დღეებში კი იგი ოფიციალურად გახდება "ბლაუგრანას" წევრი.
სამედიცინო შემოწმებას ესპანელი ვარსკვლავი ხუთშაბათს გაივლის. როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებენ.
პარასკევს დანის შეეძლება, რომ ინდივიდუალურად, გუნდთან სხვა ახლადშეერთებულების გვერდით (ლამინ იამალი, ფერან ტორესი) ივარჯიშოს. მთელ გუნდთან ერთად ვარჯიშზე იგი შაბათს გამოჩნდება.
შაბათის სავარჯიშო სესიაზე რომ ოლმო ჰანსი ფლიკის განკარგულებაში იქნება, ამას ადასტურებს Diario AS-იც.
სხვათა შორის, ჟურნალისტ ხავი მიგელის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებისას ექიმები ყურადღებას მხარზე გაამახვილებენ, სადაც ოლმომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩაიტარა ოპერაცია. გარდა ამისა, დააკვირდებიან დანის მარჯვენა მუხლსაც, რომელზე მიღებული ტრავმაც მას ლამის მთელი კარიერაა აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ ნახევარმცველში "ბლაუგრანა" 55 მილიონ ევროს გადაიხდის.