3 თვის და 2 კვირის წინ
"უფრო მამაცები უნდა ვიყოთ" - ჰანსი ფლიკი "მილანთან" მატჩის შემდეგ
"უფრო მამაცები უნდა ვიყოთ" - ჰანსი ფლიკი "მილანთან" მატჩის შემდეგ

ამერიკული ტურნე "ბარსელონამ" "მილანთან" მარცხით დაასრულა. "როსონერი" მატჩის მე-15 წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა: გოლები კრისტიან პულიშიჩმა და სამუ ჩუკვუეზემ გაიტანეს. რობერტ ლევანდოვსკის დუბლის წყალობით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" წონასწორობა აღადგინეს და ძირითადი დროც ფრედ 2:2 ჩაამთავრეს.

პენალტების სერიაში "ბლაუგრანა" დამაჯერებლად ნამდვილად ვერ გამოვიდა. თუ მილანელებმა 2 პენალტი გააფუჭეს, კატალონიელებს 3 დარტყმა გაუცუდდათ და დამარცხდნენ. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანები ჟულ კუნდეს, კიმ ხუნიენტისა და მიკაილ ფაიეს ანგარიშზეა.

დაძაბული შეხვედრის შემდეგ "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ბარსელონა" დიდებული კლუბია და აქ გატარებული თითოეული წამი მსიამოვნებს. კლუბში ბრწყინვალედ დამხვდნენ.

გულწრფელად ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი თამაშით ისიამოვნონ, იქნება ეს შეტევისას თუ თავდაცვისას. ხანდახან უფრო მამაცები უნდა ვიყოთ.

შეიძენს თუ არა "ბარსა" დანი ოლმოს? დღეს ლევანდოვსკისა და მის ორ გოლზე უნდა ვილაპარაკოთ.

ახალწვეულები ნახევარდაცვაში? შუა ხაზში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული და ვფიქრობ, რომ ამ რგოლში მოთამაშეთა რაოდენობა საკმარისია," - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს, "მონაკოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.


Facebook კომენტარები