3 თვის და 2 კვირის წინ
"მანჩესტერი" დე იონგს მიუბრუნდა - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი
"მანჩესტერი" დე იონგს მიუბრუნდა - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ფრენკი დე იონგის თაობაზე დაუკავშირდა, - იუწყება ჟურნალისტი კირან დევისი.

წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრანსფერის განხორციელებას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ ფეხბურთელის ღირებულება 30-40 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.

ცხადია, ალბათობა იმისა, რომ 27 წლის შუახაზელი "ბლაუგრანამ" ასეთ დაბალ თანხად დააფასოს, ძალიან მცირეა.

სხვათა შორის, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" პრობლემური იქნება ფრენკის შენარჩუნებაც. წელს მან კატალონიური გრანდისგან 29 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, რისი მიზეზიც წინა წლებში გადავადებული ხელფასია.

დე იონგის გაყიდვა "ბარსას" ამ ხარჯს თავიდან აარიდება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კლუბს მასში 80-90 მილიონი ევროს მიღება მაინც ენდომება.

ფრენკის კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება. ბოლო ცნობების მიხედვით, იგი ხელშეკრულების ბოლომდე შესრულებასა და "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას აპირებს.


Facebook კომენტარები