3 თვის და 3 კვირის წინ
საქმეში ლაპორტა ერთვება - ნიკოს საგა ახალ ეტაპზე გადადის
საქმეში ლაპორტა ერთვება - ნიკოს საგა ახალ ეტაპზე გადადის

ესპანური SPORT ირწმუნება, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის შემტევის, ნიკო უილიამსის სატრანსფერო საგა დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა.

თუ აქამდე მოლაპარაკებებს დეკუ ხელმძღვანელობდა, საქმეში ახლა ჟოან ლაპორტა ერთვება. ფეხბურთელთან კომუნიკაციას სწორედ "ბარსელონას" პრეზიდენტი წარმართავს.

ლაპორტა ბასკების ვარსკვლავს მკაფიო ულტიმატუმს წარუდგენს: თუ უილიამსი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ახლა არ შეუერთდება, იგი ამ გუნდის მაისურს ვერასდროს მოირგებს, "ბლაუგრანა" კი სხვა გარემარბს შეიძენს.

წყაროს თანახმად, "ბარსა" ნიკოს იმაზე გაცილებით დიდ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე იგი "სან მამესზე" იღებს. კატალონიელები დარწმუნებულნი არიან, რომ უილიამსი შეთავაზებას დასთანხმდება.

ლაპორტა "ატლეტიკის" ფლანგელში დიდ სპორტულ და მარკეტინგულ პოტენციალს ხედავს, ამიტომ ტრანსფერის დასახურად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ "ბილბაოს" ლიდერის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები