3 თვის და 3 კვირის წინ
"ბარსაში" ოლმოს ტრავმები აშინებდათ - რა აჩვენა გამოკვლევამ
"ბარსაში" ოლმოს ტრავმები აშინებდათ - რა აჩვენა გამოკვლევამ

დანი ოლმომ წარმატებით გაიარა მომქანცველი სამედიცინო შემოწმება, რომელიც მისი მარცხენა მხრის მდგომარეობის გამოკვლევას ემსახურებოდა, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 6 თვის წინ დანის მარცხენა მხარზე ოპერაცია ჩაუტარდა. "ბარსელონაში" სწორედ ამ ოპერაციის შემდგომი გართულებები აშინებდათ.

შეშფოთებას იწვევდა ოლმოს მარჯვენა მუხლიც, რომელზე ტრავმებიც ფეხბურთელს ლამის მთელი კარიერაა აწუხებს.

წყაროს თანახმად, გამოკვლევევების შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელია და ყველა დაზიანება ბოლომდე აქვს მოშუშებული.

ცხადია, "ბლაუგრანაში" ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ შვებით ამოისუნთქეს. 26 წლის ნახევარმცველი ჰანსი ფლიკის გუნდში ოპტიმალურ კონდიციებში მოდის.

შეგახსენებთ, რომ "ლაიფციგიდან" შეძენილი ვარსკვლავის პრეზენტაცია გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო, მაგრამ მას 12 აგვისტოს, გამპერის თასის მატჩში, მოედანზე მაინც ველოდებით.


Facebook კომენტარები