"ბარსელონა" და "ბორნმუთი" ხულიან არაუხოს ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, - იუწყება SPORT.
ინგლისური კლუბი მზადაა, რომ "ბლაუგრანას" მექსიკელ ფლანგელში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც კატალონიურ გრანდსაც აკმაყოფილებს. ოპერაცია ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა ბოლო საათებში მხარეთა პოზიციები მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ერთმანეთს.
"ბარსას" თავკაცის, ჰანსი ფლიკის აზრით, ჟულ კუნდე მარჯვენა მცველის პოზიციის გასამაგრებლად სავსებით საკმარისია. მით უფრო იმ ფონზე, რომ კლუბი ჟოაუ კანსელუს დაბრუნებაზეც მუშაობს.
სწორედ ამიტომ ელევიან "ლურჯ-ბროწეულისფერნი" არაუხოს.
ხულიანის "ალუბლების" რიგებში გადაბარგებაზე წერს ფაბრიციო რომანოც. წყაროს თანახმად, "ბარსაში" სურთ, რომ 22 წლის ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის წილი მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ არაუხო "ბლაუგრანამ" 2023 წლის იანვარში შეიძინა "ლოს ანჯელეს გელექსიდან". გასულ სეზონში ის "ლას პალმასში" იყო განათხოვრებული.