3 თვის და 3 კვირის წინ
ფეხბურთელმა ფლიკს გეგმები შეაცვლევინა - მეტი დეტალი
ფეხბურთელმა ფლიკს გეგმები შეაცვლევინა - მეტი დეტალი

ამერიკული ტურნეს ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა "ბარსელონა ატლეტიკის" 17 წლის ნახევარმცველი, მარკ ბერნალი გახლდათ, რომელმაც სამივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.

აი, რას წერს ჟურნალისტი ხაუმე მარკეტი ბერნალის შესახებ:

"ჰანსი ფლიკსა და მის შტაბს დაცვითი ნახევარმცველის შეძენა საჭიროდ მიაჩნდათ, მაგრამ მარკ ბერნალის პერფომანსებმა მათ აზრი შეაცვლევინა. რაფა მარკესის მიერ მომზადებული ანგარიში, სადაც მარკის მთავარი პლიუსები იყო ხაზგასმული, ჰანსის დაეხმარა, რომ სავარჯიშო სესიებზე ფეხბურთელს უკეთ დაკვირვებოდა, ამხანაგურმა მატჩებმა კი პირველადი შთაბეჭდილებები გაამართლა.

ფლიკი ბერნალის თვისებებით მოხიბლული დარჩა - გერმანელს მოსწონს მარკის ტექნიკა, ათლეტიზმი, მოედნის ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარე.

მარკის მიერ "მანჩესტერ სიტისთან", "რეალთან" და "მილანთან" ნაჩვენებმა თამაშმა შთაბეჭდილება ტიაგო ალკანტარაზეც მოახდინა."

ასე და ამგვარად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალ სეზონში ბერნალს პირველ გუნდში თამაშის შანსი საკმაოდ ხშირად მიეცემა.



Facebook კომენტარები