1 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: რამდენჯერ სცადა "ბარსელონამ" ოლმოს შეძენა
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" "ლაიფციგთან" დანი ოლმოს ტრანსფერი შეათანხმა.
ესპანელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, გულშემატკივრებს კი მას 12 აგვისტოს, გამპერის თასის მატჩის წინ წარუდგენენ.
საინტერესოა, რომ ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" 26 წლის ნახევარმცველის დამატების პირველი მცდელობა ნამდვილად არ გახლდათ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, იქამდე, სანამ კატალონიური გრანდი თანხმობას მიიღებდა, ოლმოს გაფორმება მათ 5-ჯერ სცადეს.
"წითელი ხარების" 5-მა უარმა "ბლაუგრანას" დანებება არ გადააწყვეტინა და, საბოლოოდ, დანი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო ცნობების მიხედვით, "ლაიფციგი" დანიში 47 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსების გათვალისწინებით კი თანხამ შეიძლება 60 მილიონს უწიოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი