"ბარსელონამ" დანი ოლმოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელმა კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.
ესპანელმა ნახევარმცველმა მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ახდენილი ოცნებაა. სახლში ვბრუნდები ჩემს ოჯახთან და თანაგუნდელებთან. ძალიან მეამაყება, რომ "ბარსელონამ" ტრანსფერის განსახორციელებლად ამხელა ძალისხმევა ჩადო და სიყვარული დამანახა.
"ბარსელონას" ბევრ ფეხბურთელთან უკვე ნათამაშები მაქვს. ამ გუნდში დიდი ტალანტია თავმოყრილი. მინდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშო, როგორიც ლევანდოვსკია. წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანისთვის მზად ვარ," - თქვა 26 წლის ვარსკვლავმა.
ვიცით ისიც, რომ ოლმოს პრეზენტაცია 12 აგვისტოს, გამპერის თასის მატჩამდე შედგება.
ცნობისთვის, დანი "ბლაუგრანამ" გერმანული "ლაიფცგიდან" შეიძინა. "წითელი ხარები" ესპანელმა ამ სტატისტიკით დატოვა: 148 მატჩი, 29 გოლი, 34 ასისტი.