3 თვის და 2 კვირის წინ
დე იონგს ტრანსფერზე აყენებენ - ფრენკის ფასი დაადეს
დე იონგს ტრანსფერზე აყენებენ - ფრენკის ფასი დაადეს

ფრენკი დე იონგი "ბარსელონამ" ტრანსფერზე დააყენა, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.

"ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ნიდერლანდელი 60-70 მილიონი ევრო ღირს, რადგან იგი 27 წლისაა და საუკეთესო წლებში იმყოფება. გარდა ამისა, ფასეულია დე იონგის ტექნიკური უნარებიც.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" მზად არიან, ფრენკის ფიქსირებულ 60 მილიონ ევროდ შეელიონ, დანარჩენი თანხა კი შეთანხმებაში ბონუსების სახით გაიწეროს.

როგორც მოგეხსენებათ, გადავადებული ხელფასის გამო, დე იონგის შენახვა "ბარსელონას" ყოველ წელს უფრო ძვირი უჯდება. სწორედ ამიტომ ცდილობენ კატალონიელები მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ ფრენკი მიღებულ შეთავაზებაზე პასუხს არ სცემს.

არსებობს ეჭვი, რომ ნიდერლანდელს "ბარსასთან" კონტრაქტის სრულად ჩამთავრება და გუნდის 2026 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება სურს.

ცხადია ისიც, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ფრენკიში 60 მილიონის გადამხდელი კლუბის მოძებნა ძალიან გაუჭირდებათ. ბოლო ცნობების მიხედვით, მისით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული, ოღონდ "წითელ ეშმაკებს" დე იონგში სულ 30-40 მილიონი ფუნტი ემეტებათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო კვირებში ამ საკითხის თაობაზე მეტი რამ უნდა გაირკვეს.


Facebook კომენტარები