თუ "ბარსელონა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ნახევარმცველის დამატებას გადაწყვეტს, კარნი ჩუკვუემეკა ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი იქნება, - ირწმუნება SPORT.
"ჩელსის" შუახაზელი "ბლაუგრანაში" მისი მრავალმხრივობისა და დინამიურობის გამო მოსწონთ. უკანასკნელ კვირებში კლუბებსა და აგენტს შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპიც შედგა.
მიუხედავად ამისა, დღევანდელი მდგომარეობით, ტრანსფერის განხორციელების შანსი არც ისე დიდია, რადგან ჰანსი ფლიკი "ბლაუგრანას" ცენტრალური ნახევარმცველებით კმაყოფილია. გერმანელი სპეციალისტი ფსონს მარკ კასადოსა და მარკ ბერნალზე ჩამოვა.
"ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იმაზეც იფიქრეს, თუ როგორ დაეთანხმებინათ "პენსიონერები" ინგლისელის გაშვებაზე, მაგრამ ბერნალისა და კასადოს შესანიშნავმა თამაშმა ოპერაცია გააჩერა.
20 წლის შუახაზელი "ჩელსის" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ბირმინგემის "ასტონ ვილას" კარნის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაუხადეს.
აქვე გეტყვით, რომ "ლურჯების" მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში ჩუკვუემეკას მონაგარი 2 გოლი და 1 ასისტია.