გავრცელებული ინფორმაციით, "ვესტ ჰემმა" 24 წლის ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო გაიფორმა. ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
როგორც იეკვევა, ამ ტრანსფერით "ბარსელონაც" იხეირებს, კერძოდ, "ბლაუგრანა" "ვესტ ჰემის" ახალი შენაძენით მთლიანი საფასურის 20 პროცენტს მიიღებს, რაც ამ შემთხვევაში 8 მილიონი ევროა.
საქმე იმაშია, რომ "ბარსამ" ტოდიბო "ტულუზადან" 2019 წელს მხოლოდ 1 მილიონ ევროდ შეიძინა. ფრანგმა კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და 2021 წელს "ბლაუგრანა" 8,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ფრანგი ლიგა 1-ის "ნიცამ" შეისყიდა.
ესპანეთში ყოფნის პერიოდში, მის კონტრაქტში ჩაიწერა ისეთი პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს "ბარსელინას" მისი სხვა კლუბის მიერ გაყიდვის შემთხვევაში ფინანსური სარგებელი მიიღოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ცენტრალური მცველი გასულ სეზონში ლიგა 1-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სწორედ ამიტომაც, "ვესტ" ჰემს მისი თამაში არ გამოჰპარვია და სხვა გრანდების ინტერესის მიუხედავად, ტრანსფერის დახურვა ყველას დაასწრო.