1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსა" როკეს გაანათხოვრებს - 3 მსურველი ცნობილია
ავტორი
Aa
ვიტორ როკე "ბარსელონას" დატოვებს, თუმცა არა პერმანენტული ტრანსფერის, არამედ იჯარის სახით, - იუწყება SPORT.
ამაზე ბრაზილიელის გარემოცვის წევრებიც თანახმანი არიან. "ბლაუგრანას" მიერ როკეს განათხოვრება ნიშანია იმისა, რომ კატალონიელებს მომავალში მისი იმედი აქვთ.
წყაროს თანახმად, 19 წლის ფორვარდით 3 კლუბია დაინტერესებული:
ნაპოლი
ლაციო
პორტუ
შეგახსენებთ, რომ როკე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იანვარში დაიმატეს "ატლეტიკო პარანაენსედან". მის სანაცვლოდ კლუბმა 31 მილიონი ევრო გადაიხადა.
"ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 16 ოფიციალურ მატჩში ვიტორმა 2 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ