2 წლის წინ
ბოლო ვადა დაითქვა - როდემდე დაელოდება "ბარსა" ნიკოს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ნიკო უილიამსის გადაწყვეტილების გასაგებად ბოლო ვადა დათქვა, - წერს Mundo Deportivo.
კატალონიური გრანდი ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავს 24 აგვისტომდე დაელოდება. თუ ამის შემდეგაც არ იქნება ნიკოს პასუხი დადებითი, "ბლაუგრანა" სხვა გარემარბის ძებნას დაიწყებს.
24 აგვისტოს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ლა ლიგის მეორე ტურის მატჩს სწორედ ბასკური კლუბის წინააღმდეგ ატარებენ. როგორც ჩანს, მათ ყველაფრის გადაწვეტა სწორედ ამ თარიღამდე სურთ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა. მისი შეძენის ოპერაციას ჟოან ლაპორტა პირადად ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება უილიამსის ალტერნატივას, პრესაში "ბაიერნის" ფრანგი შემტევის, კინგსლი კომანის გვარმა გაიჟღერა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
11 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი