"ბარსელონა" ლონდონის "ტოტენჰემის" ფლანგელით, სერხიო რეგილონით ინტერესდება, - იუწყება Diario AS.
ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ მხარეებს შორის კონტაქტი შედგა, "დეზები" კი სერხიოს გასაყიდად მზად არიან. ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ რეგილონს გაისად კონტრაქტი ეწურება.
როგორც ჩანს, "ბლაუგრანაში" ალეხანდრო ბალდესთვის კონკურენტი მარცხენა მცველის მოყვანა სურთ.
არადა, ადრე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰანსი ფლიკი პრესეზონზე ჟერარ მარტინის თამაშით მოხიბლული დარჩა. "ბარსაში" ირიცხება კიდევ ერთი მარცხენა მცველი, ალექს ვალე, რომელიც გასულ სეზონში "ლევანტეში" იყო განათხოვრებული.
თუ რეგილონის ტრანსფერი შედგება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მარტინი ისევ "ბარსა ატლეტიკში" ითამაშებს, ვალეს კი კლუბი დაემშვიდობება.
27 წლის სერხიო გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბრენტფორდში" იყო განათხოვრებული. 28 მატჩში მან 4 ასისტი მიითვალა.