1 წლის და 6 თვის წინ
პედრი პირველ მატჩს გამოტოვებს - როდის დაბრუნდება ნახევარმცველი
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 17 აგვისტოს, ლა ლიგის ახალი სეზონის გახსნით მატჩში "ვალენსიას" წინააღმდეგ, "ბარსელონას" პედრი ვერ დაეხმარება.
როგორც ჩანს, პედრის იმაზე მეტი დრო გაუცდება, ვიდრე ტრავმის მიღების დროს ივარაუდებოდა. დიდი ალბათობით, ნახევარმცველი მოედანზე 24 აგვისტოს დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ პედრიმ დაზიანება 5 ივლისს მიიღო, როდესაც ევროპის ჩენპიონატის მეოთხედფინალში, მატჩის სტარტზე მას ტონი კროოსი შეეჯახა. ამ დრომდე ესპანელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
ჰანსი ფლიკი თვლის, რომ "ვალენსიასთან" პედრის პოზიციას ილქაი გუნდოგანი შეავსებს, თუმცა, მას ასევე შეეძლება ამისთვის დანი ოლმო, პაბლო ტორე ან თუნდაც რაფინია გამოიყენოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
4 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი