ნიკო უილიამსმა "ბარსელონას" თანხმობა უთხრა, - იუწყება SPORT. წყაროს თანახმად, 22 წლის ვარსკვლავმა "ბლაუგრანას" შეატყობინა, რომ გუნდში მისვლა ამ ზაფხულსვე სურს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რწმენით, ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევის ტრანსფერი მომდევნო კვირას დაიხურება.
ახლა კატალონიელებმა გადახდის სტრუქტურა უნდა შეიმუშავონ, რაც იოლი ამოცანა არაა. გადასახადების გათვალისწინებით, უილიამსის გამოსასყიდი თანხა 62 მილიონი ევრო იქნება. სწორედ ამ ფასის გაღება მოუწევს "ბლაუგრანას".
"ბარსას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ჰანსი ფლიკისთვის ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდის შეკვრა სურს, ნიკოს ტრანსფერი კი ამ მიზანს ემსახურება.
უფრო მეტ ინფორმაციას უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ.
აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" მიმდინარე ზაფხულში 2 ტრანსფერი აქვს განხორციელებული. კლუბმა აქამდე პაუ ვიქტორი (ჟირონადან) და დანი ოლმო (ლაიფცგიდან) შეიძინა.