3 წლის და 7 თვის წინ
"რეალთან" ურთიერთობა ფუჭდება - რა გადაწყვიტა ლაპორტამ
ავტორი
Aa
ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი იუწყება, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" პრეზიდენტების ტრადიციული ლანჩი ამ კვირაში არ შედგება.
გადაწყვეტილება ჟოან ლაპორტას ეკუთვნის. "ბლაუგრანას" მმართველმა ფლორენტინო პერესთან შეხვედრაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც "სამეფო კლუბი" ნეგრეირას საქმეში ჩაერთო.
ჟერარ რომეროს თქმით, ლანჩი მაშინ შედგება, თუ "თეთრები" ბოდიშს საჯაროდ მოიხდიან. ბუნებრივია, ამის მოხდენის შანსი მიზერულზე მიზერულია.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, რომ ბოლო წლებში გრანდების ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული გახდა. ამაში უდიდესი წვლილი ევროპის სუპერლიგის პროექტმა შეიტანა, რომლის დამფუძნებელ წევრებშიც სწორედ "რეალი" და "ბარსელონა" შედიან.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მორიგი "ელ კლასიკო" 19 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი