სერხი რობერტომ "ბარსელონადან" წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. 32 წლის ესპანელმა სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელსაც მცირე აღწერაც გაუკეთა:
"კულეებო, დადგა დრო, რომ მადლობა გადაგიხადოთ იმ გზისთვის, რომელიც ერთად გავიარეთ! გაუმარჯოს "ბარსელონას" სამუდამოდ!"
"ლა მასიას" აღზრდილ უნივერსალს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა. კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომელთა თანახმადაც, სერხის კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება ისევ დაედო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კაპიტანმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, სერხის ვარიანტები მრავლად აქვს. გამოცდილ ფეხბურთელს უმიზნებს იტალიური "ფიორენტინა". გარდა ამისა, რობერტოს დაუკავშირდნენ ამსტერდამის "აიაქსიდანაც".
ესპანელი თავისთვის საუკეთესო პროექტს შეარჩევს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
აქვე გეტყვით, რომ რობერტომ "ბარსელონას" პირველ გუნდში პირველად 2011 წელს ითამაშა. "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისური მან 373 მატჩში მოირგო, გაიტანა 19 გოლი, გააკეთა 43 ასისტი და მოიგო 22 ტიტული.