3 თვის და 2 კვირის წინ
საქმე ნიკოს პასუხში არ არის - რაზეა დამოკიდებული ტრანსფერი
საქმე ნიკოს პასუხში არ არის - რაზეა დამოკიდებული ტრანსფერი

SPORT-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკო უილიამსმა "ბარსელონას" ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა, თუმცა Mundo Deportivo-მ მალევე დაწერა საპირისპირო რამ. კატალონიური გამოცემის მიხედვით, ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავს საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია.

სატრანსფერო საგაზე დღეს Sky Germany-ს ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმაც ისაუბრა.

"ნიკო უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საქმე ნიკოს სურვილში არ არის. მთავარი საკითხი ფინანსური შესაძლებლობაა. ფეხბურთელს "ბარსაში" თამაში უნდა და ეს ეჭვგარეშეა.

უილიამსი პროფესიონალის მსგავსად იქცევა და პატივს სცემს იმ ღრმა კავშირს, რომელიც მასსა და "ატლეტიკს" შორის არსებობს.

ასე რომ, ნიკოს დარჩენაც შესაძლებელია," - იუწყება პლეტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა. ბოლო ცნობებს თუ დავუჯერებთ, გადასახადების გათვალისწინებით, თანხა 62 მილიონ ევროსაც აღწევს.

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უილიამსის ტრანსფერის განხორციელება უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნია. იგი ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს.


Facebook კომენტარები