"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდში თავისი პირველი საშინაო მატჩი წააგო. გამპერის თასის ფინალში კატალონიელები "მონაკოსთან" განადგურდნენ, ანგარიშით 0:3.
მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"საბოლოო ჯამში, ეს ჯერ კიდევ პრესეზონია. ვიცი, რომ გუნდს იმაზე გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში, ვიდრე დღეს ითამაშა. გაუმჯობესებას "ვალენსიასთან" მატჩში დაინახავთ. ამ შეხვედრისგან უნდა ვისწავლოთ, გავაანალიზოთ და ფეხბურთელებს ვასწავლოთ.
დღეს ვნახეთ, თუ რა გამოგვივიდა და რა არა.
პირველ წუთებში კარგები ვიყავით, საგოლე მომენტებიც გვქონდა, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. სისწრაფესა და პასებშიც მოვიკოჭლებდით. კარგი დღე არ გვქონია.
დანი ოლმოს ბუნდესლიგიდან დიდი ხანია ვიცნობ. ის ფეხბურთელია, რომელიც გვჭირდებოდა. დანის გოლების გატანა და თამაშში განსხვავების შექმნა შეუძლია," - თქვა ჰანსიმ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ ტურში კატალონიელები "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან. მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.