1 წლის და 6 თვის წინ
ოფიციალურად: ხულიან არაუხო "ბორნმუთში" ითამაშებს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" და "ბორნმუთმა" ოფიციალურად დაადასტურეს 22 წლის მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს ტრანსფერი.
მექსიკელმა ფლანგელმა "ალუბლებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. "ბლაუგრანამ" მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო მიიღო.
არაუხო "ბარსას" სარეზერვო გუნდს 2023 წლის თებერვალში, "ლოს ანჯელეს გელექსიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში ის "ლას პალმასში" იყო განათხოვრებული, სადაც 28 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ამერიკულ ტურნეზე ხულიანს თამაშის შანსი მიეცა, თუმცა, როგორც ჩანს, ჰანსი ფლიკს მან თავი ვერ მოაწონა.
ახალგაზრდა მარჯვენა მცველის გაყიდვა უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ "ბარსა" "მანჩესტერ სიტიდან" ჟოაუ კანსელუს წაყვანას კიდევ უფრო აქტიურად ეცდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი