ხორვატულ პრესაში გუშინ დაიწერა, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა 35 წლის ფლანგელს, ივან პერიშიჩს დაურეკა და მის გუნდში გადასვლა შესთავაზა.
აღნიშნულ ცნობებს დღეს Mundo Deportivo-დანაც გამოეხმაურნენ:
"ბარსელონა" მარცხენა გარემარბს ისევ ეძებს. ნიკო უილიამსისა და კინგსლი კომანის ტრანსფერების სირთულიდან გამომდინარე, გაიჟღერა ივან პერიშიჩის (35 წლის) გვარმა. მან სპლიტის "ჰაიდუკთან" ახლახანს გაწყვიტა კონტრაქტი და გუნდს უფასოდ შეუერთდება.
პერიშიჩის ასაკი შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, მიუხედავად ხორვატული ცნობებისა, რომ მას ფლიკმა დაურეკა. თუმცაღა, "ბარსელონას" ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობას სჭირდება გამოცდილი და მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელები."
გერმანელი სპეციალისტი ვეტერან ხორვატს მიუნხენის "ბაიერნიდან" იცნობს. 2019/2020 წლების სეზონში მათ ერთად ტრიპლეტიც მოიგეს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო გრანდი, სადაც ივანი ასპარეზობდა, ლონდონის "ტოტენჰემი" იყო. "დეზების" მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში მან 1 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.