"ბარსელონა" ანსუ ფატის გაშვებას დააჩქარებს, - იუწყება SPORT. ესპანელი თავდამსხმელით "სევილია", "ვულვერჰემპტონი" და "ბენფიკა" ინტერესდებიან.
კატალონიურ გრანდი შემდეგი რამ სურთ: 21 წლის შემტევი ისე უნდა გაანათხოვრონ, რომ მისი ხელფასის რაც შეიძლება მცირე წილის გადახდა მოუწიოთ, სეზონის ბოლოს კი ანსუს ახალ გუნდს მისი გამოსყიდვის უფლებაც ჰქონდეს.
ფატის ტრანსფერის განხორციელებაში ყველაზე დიდი ძალისხმევა "სევილიას" აქვს ჩადებული.
"დალაქების" მთავარი პრობლემა ფინანსური ხასიათისაა. ანდალუსიელებს ანსუმანეს ანაზღაურების 50%-ის დაფარვის სახსრებიც კი არ მოეპოვებათ. შესაბამისად, თუ ფატის "სანჩეს პისხუანზე" უნდა გადაბარგება, ხელფასი უნდა შეიმციროს.
"ბლაუგრანას" ათიანს გუნდში დარჩენა ეწადა, მაგრამ მას ესმის, რომ საუკეთესო ფორმის დასაბრუნებლად ის სათამაშო პრაქტიიკა დასჭირდება, რომლის გარანტიასაც კატალონიაში ვერ მისცემენ.
ცნობისთვის, ანსუ ახლა ტერფის ტრავმას მკურნალობს.