ლისაბონის "სპორტინგი" ვიტორ როკეთი ინტერესდება. ისინი "ბარსელონასთან" უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.
აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ფლორიან პლეტენბერგმაც. წყაროს თანახმად, პორტუგალიელები ეძებენ გზებს, რათა 19 წლის ფორვარდის შეძენა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მოასწრონ.
ბრძოლაშია ჩართული "ევერტონიც". მერსესაიდელები 28 მილიონ ევროს იხდიან.
რაც შეეხება "ბლაუგრანას", ბრაზილიელ ფორვარდს ისინი 30-35 მილიონ ევროდ აფასებენ.
როკეს ამჟამინდელ მდგომარეობაზე Cadena Ser-მაც დაწერა:
"ვიტორს გული წასვლისკენ მიუწევს. მას ესპანეთში დარჩენა ან ბრაზილიაში დაბრუნება ურჩევნია. როკეს სხვა სახელმწიფოში გადაბარგება არ უნდა, რადგან ახალ ქვეყანასთან, ახალ ენასთან და ახალ კულტურასთან მოუწევს ადაპტაცია.
როკე "ბარსელონას" ტოვებს, რათა უკან აღარ დაბრუნდეს. ფეხბურთელს გაღვიძება სურს იმ სიზმრისგან, რომელიც კოშმარი აღმოჩნდა. მისი აგენტები ეძებენ იჯარის ვარიანტს, გამოსყიდვის უფლებით.
ტრანსფერის ამორტიზებისთვის "ბარსას" ბრაზილიელის მინიმუმ 40 მილიონ ევროდ გაყიდვა დასჭირდება, რადგან თანხიდან 10 მილიონი "ატლეტიკო პარანაენსეს" ეკუთვნის."
შეგახსენებთ, რომ როკე "ბარსელონას" იანვარში შეუერთდა, 16 ოფიციალურ მატჩში კი 2 გოლი გაიტანა.