"ბარსელონას" სასწრაფოდ სჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, წასვლასთან ყველაზე ახლოს 3 ფეხბურთელია:
მიკალ ფაიე (მისით მილანის "ინტერი" და ფრანგული "რენი" ინტერესდებიან)
კლემან ლანგლე (იმყოფება მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ვილიარეალის" რადარებზე)
ვიტორ როკე (მერსესაიდული "ევერტონის", ლისაბონის "სპორტინგისა" და "ბორნმუთის" სამიზნეა)
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის თავდამსხმელში "ბლაუგრანას" 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება უნდა, "კანფეტები" კი 25+3 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.
როკეზე წერს SPORT-იც. როგორც ირკვევა, "ბარსამ" საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი გაყიდოს. კლუბს ბევრი წინადადება აქვს მისი განათხოვრების თაობაზე, მაგრამ ვიტორი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" საბოლოოდ დაემშვიდობა.
ამავე გამოცემის თანახმად, როკესა და ფაიეში "ბარსელონამ" ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშავოს.
რაც შეეხება ლანგლეს, "ატლეტიკოს" ფრანგი სიტყვიერად უკვე შეუთანხმდა. ცენტრალურმა მცველმა თურქული, ფრანგული და არაბული კლუბები უარით გაისტუმრა და ახლა "ბლაუგრანასა" და "როხიბლანკოს" მორიგებას ელოდება.