3 თვის და 2 კვირის წინ
სრული გაურკვევლობა - როდის დაბრუნდება დე იონგი
სრული გაურკვევლობა - როდის დაბრუნდება დე იონგი

"ბარსელონაში" ახლა ზუსტად ვერავინ ვარაუდობს, თუ როდისთვის დაბრუნდება ფრენკი დე იონგი, - იუწყება Diario AS.

უკვე 4 თვე გავიდა მას მერე, რაც ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კოჭი დაიზიანა. არადა, სამედიცინო შტაბი ელოდა, რომ ტრავმის მორჩენას 2 თვე დასჭირდებოდა.

სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ ფრენკი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გადავადებული ხელფასის გათვალისწინებით, სეზონში იგი 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. დეკუ ეცადა, 27 წლის ფეხბურთელის აგენტს ამ რიცხვის შემცირებაზე მოლაპარაკებოდა, თუმცა ამაოდ.

SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ჰანსი ფლიკმა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ დე იონგი არ გაყიდონ.

გერმანელი სპეციალისტი დე იონგს პირადადაც გაესაუბრა. როგორც ჩანს, იგი ფრენკის საყრდენის როლში განიხილავს და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო წევრად მიიჩნევს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნიდერლანდელის დაბრუნებას, სულ მცირე, სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე არ უნდა ველოდოთ. სეზონის პირველი მატჩების ჩატარება კატალონიელებს მის გარეშე მოუწევთ.


Facebook კომენტარები