3 თვის და 1 კვირის წინ
"ვიცოდი, რომ მუშაობა რთული იქნებოდა" - ფლიკი "ვალენსიასთან" მატჩის წინ
"ვიცოდი, რომ მუშაობა რთული იქნებოდა" - ფლიკი "ვალენსიასთან" მატჩის წინ

"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს ჩაატარებს. კატალონიელები სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ გერმანელის მიერ გაკეთებულ ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"ამ მატჩს მოუთმენლად ველოდები. ვიცი, რომ ვალენსიაში თამაში ყოველთვის რთულია. ეს ძნელი იქნება. მათ შეტევა უყვართ, ამიტომ დაცვის ხაზსა და კარს შორის არსებული ზონისთვის თვალყურის დევნება მოგვიწევს."

"ოლმოს რეგისტრირება? ის ხვალინდელი მატჩისთვის ჯეროვან ფიზიკურ კონდიციებში არ არის. ვარჯიში გვიან დაიწყო."

"პედრი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის თამაშის მიმდინარეობას ცვლის. მეორე ტაიმში შეიძლება შანსიც მიეცეს."

"ხვალ შეიძლება ლამინ იამალმაც ითამაშოს."

"სანაკრებო პაუზის შემდეგ უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ფრენკი დე იონგის დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დაგვითქვამს."

"შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. როდესაც კონტრაქტს ხელს ვაწერდი, ვიცოდი, რომ მუშაობა იოლი არ იქნებოდა, მაგრამ კლუბს ვენდობი."

"რეალთან" კონკურენცია? ჩვენ ბურთითაც და უბურთოდაც ძალიან ხარისხიანი გუნდი ვართ. როდესაც ვიგებთ, ყველა ბედნიერია და საქმეც მარტივდება."

"ტიაგოს და მე იდეალური ურთიერთობა გვაქვს. როდესაც კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ვუთხარი, რომ სამწვრთნელო საქმეში ვხედავდი და თუ მოუნდებოდა, შემეძლო რამის მოძებნაში დავხმარებოდი. ახლა არნაუ გვეყოლება "ლა მასიადან". არ ვიცი, ტიაგო დაბრუნდება თუ არა."

"გავის მოედანზე ხილვით ბედნიერი ვარ. ის პროგრესირებს, მაგრამ დრო ჯერ კიდე სჭირდება."

"ვიცით, რომ მარკი ჩვენი პირველი ნომერია, ჩვენი კაპიტანი. მომდევნო კვირაში კაპიტნებს ხმის მიცემით ავირჩევთ."

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასა" და "ბარსელონას" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები